პრემიერის მითითება: ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში საქართველოში


  • პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, რომელიც ჯერ არ გვინახავს და ვალდებულები ვართ, დავათვალიეროთ.

„შიდა ტურიზმის მიმართულებით მაგრად უნდა ვიმუშაოთ, 15 ივნისიდან ეს ყველაფერი გაიხსნება და ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში საქართველოში. იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს, სირცხვილია. გვაქვს ამის შესაძლებლობა ახლა და მოდით მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულები ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებს ვანახოთ და შემდგომ უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად, კარგად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“,-განაცხადა ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერმა.

  • 15 ივლისიდან საქართველოს საზღვარგარეთელი ტურისტები უნდა მიეღო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ ქვეყანაში ჯერ კოდევ ვერჩამცხრალი პანდემიის გამო, უარი განაცხადა ტურისტული სეზონის გახსნაზე. საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში კი ტურიზმი სერიოზულ ინდიკატორად ფიქსირდება,-როგორც დიდ, ასევე პატარ სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ზოგადად მომსახურების სერვისის წარმომადგენლებს, ბიზნესს ტურიზმის სეზონის ჩავარდანა კრიტიკულ ფინანსურ სიტუაციებს შეუქმნის. იმედი, როგორც ჩანს შიდა ტურიზმზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!