- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან „ოფიციალურ შეხვედრას“.
„მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან. ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერზე.