- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 13 პირი, 1 კი მხილებულია.
შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო და წალენჯიხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული თ.ქ. დააკავეს, ხოლო 1992 წელს დაბადებული პირი ამხილეს.
“სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია: სხვადასხვა მოდელის 2 პისტოლეტი და 9 ვაზნა.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.