დღეს, პოლიტიკურმა პარტიამ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” შემაჯამებელი აქცია გამართა. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა გამართეს ცხენებით პარტიის ოფისიდან ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტამდე.
მაჟორიტარობის კანდიდატმა ვახტანგ ცხადაიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. მოგვიანებით, პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა პარტიის გეგმებზე და იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელსაც პარტია გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DiaJExIvqE0[/embedyt]
სიტყვით გამოვიდნენ გამგებლობის კანდიდატი ბესიკ თოდუა და ქალაქში შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დგებუაძე, რომლებაც ისაუბრეს პარტიის ღირებულებებზე და ფასეულობებზე.