ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა პოეტების: თემურ ელიავასა და გიორგი ბალახაშვილის პოეზიის საღამო. მათ დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს თავიანთი ბოლო დროინდელი ლექსები.
მანანა გვარამია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი: „ მოხარულები ვართ, რომ ეს საღამო იმართება ჩვენს ბიბლიოთეკაში, ღონისძიების ინიციატორი თემურ ელიავა გახლავთ. საზოგადოებისა და ახალგაზრდების სიმრავლე მოწმობს იმას, თურამდენად პოპულარულები არიან ეს ახალგაზრდები.”
გიორგი ბალახაშვილი, პოეტი: „ დღეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ქალაქში მიწევს ჩემს მეგობართან, თემურ ელიავასთან ერთად, საღამოს გამართვა. აქ ყოველთვის თბილად მხვდებიან, მეც ვცდილობ ერთგვარად განვაახლო რეპერტუარი”.