პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ


  • თიბისის ფინანსური განათლების ფარგლებში, გურჯაანსა და თელავში, ბავშვებისთვის, ფინანსური განათლების შესახებ ინტერაქციული სპექტაკლები ჩატარდა. 

მოზარდებისთვის ფინანსურ თემაზე შექმნილი თეატრალური წარმოდგენა „თამაშობანასთან“ ერთად შეიქმნა და მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება

„წინ და წინ: ფინანსობანა” პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის და  ფინანსური განათლების შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თეატრალური წარმოდგენები სულ  საქართველოს 7 ქალაქში  ჩატარდა და მას 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.

სპექტაკლი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს” ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, კომპანია „თამაშობანასთან” ერთად შეიქმნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!