ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა, თბილისში გადაიყვანეს.საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ ჟურნალისტებს უთხრა რომ პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის დღიდან იყო მძიმე.
კონკრეტულად რა ტიპის გრიპი აქვს ახალგაზრდა ქალს, ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი. ანალიზის პასუხებს თბილისიდან ელოდებიან.
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას განმარტებით კი, მისთვის უკვე ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალს გრიპის გართულებული ფორმა დაუდგინდა.
მისი სიტყვებით, სკოლაში სეზონური სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და ვირუსის არანაირი განსაკუთრებული საშიშროება არ არსებობს.
წყარო