- საჯარო სექტორში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები ცხადდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“სკოლებში არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრამდეა. ამასთან, დამატებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი, პირველი იანვრიდან დაწყებული. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.