პირველები ზუგდიდელებს ულოცავენ დამოუკიდებლობის დღეს


  • საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე, საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გვირგვინებით შეამკეს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ძეგლები და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ “საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მინდა დღევანდელი დღე იყოს თითოეული ქართველისთვის წარმატების მომტანი და უახლოეს მომავალში გამთლიანებული, ერთიანი საქართველო მიგველოცოს თითეული ჩვენთაგანისთვის”..

ახლადარჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდელებს მოუწოდა გამოვიდნენ დღეს, ქალაქში და ერთად აღნიშნონ დღესასწაული. “101 წელი გავიდა, 1918 წლის 26 მაისიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი. კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე”.

ზუგდიდში სადღესასწაულო ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მართავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!