- პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დაიკავა გიორგი ამილახვარმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის – ოთარ შამუგიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის – ლევან დავითაშვილმა, თავდაცვის მინისტრის – ირაკლი ჩიქოვანმა, იუსტიციის მინისტრის – რატი ბრეგაძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრის – თეა წულუკიანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის – ზურაბ აზარაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის – ირაკლი ქარსელაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის – ილია დარჩიაშვილმა, ფინანსთა მინისტრის – ლაშა ხუციშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის – ვახტანგ გომელაურმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის – თეა ახვლედიანმა.