- პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მათ გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით „არა რუსულ კანონს!”.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება დღეს, საღამოს, 19:00 საათზე, ზუგდიდის სკეიტ პარკში.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.