- თოდუას კლინიკის პათოლოგანატომი ვიქტორია შონია გახდა Vincent Academy of Pathology-ის კონკურსის გამარჯვებული და პირველი ქართველი ექიმი, ვინც აღნიშნულ პროგრამაში შეირჩა.
ვიქტორია სამთვიან სტაჟირებას ავსტრიაში, Ordensklinikum Linz Elisabethinen ჰოსპიტალში 2026 წლის 1-ელი მარტიდან გაივლის, ეს მას შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავოს ცოდნა ძუძუსა და გინეკოლოგიური პათოლოგიის სუბსპეციალობაში, განავითაროს აღნიშნული მიმართულებით დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და ჩაერთოს საერთაშორისო კვლევით პროექტებში.
