- ამერიკის კინოაკადემიამ ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც 2024 წელს, რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონიალზე შევა ძალაში. ახალი რეგულაციების თანახმად, მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში მინიმუმ ერთი მსახიობი უნდა იყოს შემდეგი ეთნიკური ჯგუფიდან:
აზიური წარმოშობის, ლათინოამერიკული წარმოშობის, შავკანიანი, ალიასკის ძირძველი მოსახლე, ამერიკის ძირძველი მოსახლე, ახლოაღმოსავლური/ჩრდილოაფრიკული წარმოშობის, ჰავაისა და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოსახლე, სხვა რასებისა და მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ფილმის სრული სამსახიობო შემადგენლობის (მესამე ხარისხოვანი როლის შემსრულებლები და სტატისტებიც) 30% უნდა იყვნენ ქალები, LGBTQ ადამიანები, კოგნიტური და ფიზიკური ნაკლების მქონე პირები, სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირები.
ახალი რეგულაციები არ შეეხება 2021 წლის დაჯილდოებას, მაგრამ ეტაპობრივად შემოვა 2022-2024 წლებში.