- მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის 213 ფაქტი.
უწყების ინფორმაციით, რის შედეგადაც ამოღებული იქნა 35 141 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
„სამართალდამრღვევი პირების მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1 552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.