- ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დე-ფაქტო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 197 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 77 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.