- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების წევრების ორგანიზებით ზუგდიდის მერიას მუნიციპალიტეტის სოფლების ოდიშისა და კახათის მცხოვრებთა მოთხოვნებზე განცხადებით მიმართეს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ინფორმაციით, სოფელ ოდიშში, საქოჩუოს უბნის მაცხოვრებლები გზის საფარის მოასფალტებას, სანიაღვრე არხების მოწყობასა და მდინარე მეისკურზე ამორტიზებული ხიდის რეაბილიტაციის ითხოვენ. განცხადებას 123 ადგილობრივი მაცხოვრებელი აწერს ხელს.
სოფელ კახათის მცხოვრებთა მოთხოვნა კი, საჩახაიოს უბანში სკვერის მოწყობაა.
განცხადებას ხელს უბნის 32 მცხოვრები აწერს.
“მოვუწოდებთ ზუგდიდის მერიას დეტალურად შეისწავლოს სოფელ ოდიშისა და სოფელ კახათის მცხოვრებთა მოთხოვნები, რათა მიმდინარე წელსვე გახდეს შესაძლებელი მათი მოსაგვარებელი სამუშაოების დაწყება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.