მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მურმან კვარაცხელიას წიგნის „ო, აფხაზეთო…“ პრეზენტაცია შედგა. შეხვედრას უძღვებოდნენ ავტორის მეგობრები.
მათ წიგნიდან რამდენიმე ეპიზოდი წაუკითხეს შეკრებილ საზოგადოებას. „ბატონი მურმანი კოჩარას მკვიდრია, მის თვალწინ გაიარა იმ ტკივილიანმა, სისხლიანმა ომა. ის როდესაც დაბრუნდა თბილისში, დაწერა წიგნი „კოჩარის სისხლიანი ქრონიკები“, მას შემდეგ თითქმის დიდი დრო გავიდა, არ შეიძლება ეს ტკივილი გამქრალიყო, პირიქით, ის დიდდებოდა სულში და საბოლოოდ გადმოიღვარა სიტყვის სამოსელში. წიგნი ” ო, აფხაზეთო”, რომელიც ძალიან ღრმაა, სევდით, ცრემლით არის სავსე, ამავე დროს მომავლის იმედითაა აღსავსე. ჩვენ დღეს ერთი კითხვა გვაქვს, როგორ უნდა შევრიგდეთ, რა ბილიკებს უნდა დავადგეთ, რომ ჩვენ აფხაზეთისკენ წავიდეთ და აფხაზები ჩვენსკენ წამოვიდნენ.“
შეხვედრაზე მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა აფხაზური სიმღერა შეასრულეს, ამასთანავე, სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარადგინეს. აფხაზეთიდან დევნილმა მოცეკვავეებმა ნინო ძოლაიამ და ბექა ჭოლოკავამ შეასრულეს ცეკვა „სადარბაზო“
ავტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: “ჩემი წინაპრები არც ისე შორეული ბაბუა, მამაჩემიც კი, სამეგრელოშია დაბადებული, კერძოდ, წალენჯიხაში და იქიდან მოვდივართ. ჩვენ აფხაზეთიც ავითვისეთ და ვცხოვრობდით მანდ, ამიტომ გახდა აფხაზეთი ჩემთვის ოდაბადე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. სადაც მე და ჩემი შვილები დავიბადეთ. რაც მთავარია, ძალიან დიდი სიყვარული მაქვს იმ კუთხის მიმართ, რამეთუ ის მართლაც საქართველოსთვის არის ერთ-ერთი ულამაზესი და განუყოფელი ნაწილი. ჩემი უმთავრესი მიზანი იყო ზუგდიდელებისთვის და აფხაზეთიდან გადმოსული ხალხისთვის მეთქვა სიმართლე, გამეზიარებინა ტკივილი, რომელიც მე ამ წიგნში მაქვს გადმოცემული. აქ მარტო ერთი პიროვნების ტკივილი არ არის გადმოცემული, ეს ზოგადად საზოგადოების ტკივილია და იმ 249 ათასი დევნილის, რომელიც გულით დაატარებს მოუშუშებელ იარებს. დღეს იქ ვინც ცხოვრობს დევნილად ვთვლი, რამეთუ ისინი იმ უფლებით არ სარგებლობენ, რა უფლებითაც მათ უნდა ისარგებლონ თავიანთ სამშობლოში, სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი პოლიტიკის მსხვერპლნი ვართ“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=wpJzNPRtmeA[/embedyt]
კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ თქვა, რომ “ბატონი მურმან კვარაცხელია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განსამტკიცებლად ეწვია ზუგდიდს. ქალაქის მერია შეეცადა ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო ბატონი მურმანისთვის. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი ტკივილი, რომელსაც აფხაზეთი ქვია.”