“ნორჩი მკვლევარის” მორიგი კონფერენცია მესტიაში


  • მესტიის N1 საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ერთობლივი პროექტი “ნორჩი მკვლევარი 2019” – “ფოლკლორი, მეღვინეობა-მევენახეობა და სუფრის ტრადიციები საქართველოში” ჩატარდა.

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება საკუთარი ქვეყნის ხალხური შემოქმედებით. ქართული ფოლკლორის, ვაზის კულტურისა და ქართული სუფრის ტრადიციების, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა. რეგიონული ტრადიციული მრავალფეროვნების, როგორც ქართული ყოფის სიმდიდრის გააზრება. ქართულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებში ასახული ერის სულიერი მისწრაფებების გაცნობიერება და მოსწავლე-ახალგაზრდების ამ უნიკალური ფასეულობებით გამსჭვალვა.

კონფერენციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის კლუბების აღსაზრდელების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გარდა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. ზუმის საჯარო სკოლის და მესტიის მუნიციპალიტეტის (1.2.3 და მულახის) საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და წიგნები.
კონფერენცია, სიმბოლურად, სვანური სიმღერით დაასრულა ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ვაჟთა გუნდმა “მახარიამ”.
პროექტი “ნორჩი მკვლევარის” მორიგი კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წელს, მესტიაში ჩატარდა (“ნორჩი მკვლევარი–2018” ჩატარდა ახალციხეში, რაბათის საკონფერენციო დარბაზში), ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა სტუმარ–მასპინძლისთვის თავისი თემათა მრავალფეროვნებით, თუ ახალგაზრდების მიერ საკითხთა მოძიების, კვლევის, გაშლის და პრეზენტაციის კუთხით. სწორედ ეს აზრი გამოხატეს თავიანთ გამოსვლებში, კონფერენციის შეჯამებისას, მესტიის #3 საჯარო სკოლის პედაგოგმა ზოია შამფრიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა თორდიამ.
რაც შეეხება კონფერენციის მონაწილე ზუგდიდელ და მესტიელ მოსწავლეებს, ისინი კმაყოფილი დარჩნენ ერთმანეთის გაცნობით. კონფერენციის დაწყებამდე, თუ დასრულების შემდეგ, მათ მოახერხეს ერთმანეთთან აზრების გაცვლა და მომავალი შეხვედრების დაგეგმვაც–მთაშიც და ბარშიც, შემდგომი ცხოვრების გზაზე. ზუგდიდელი მოსწავლეებისთვის, “ნორჩი მკვლევარი–2019” წლის მესტიის კონფერენცია, ორმაგად შთამბეჭდავი იყო, ახალ თანატოლებთან ახალი ურთიერთობების გარდა, მათ შესძლეს, ორი დღის განმავლობაში, დამტკბარიყვნენ სვანი ხალხის ტრადიციებით, მთას დარაჯად შემოდგმული კოშკებით, ზვიადი მთებით, ექატრემით, ფერებით, რომელსაც ოქტომბრის მესტია და ის გზა აძლევს მნახველს, რომელიც ზუგდიდიდან მესტიამდე თუ პირიქით, მესტიიდან ზუგდიდამდეა გასავლელი.
პროექტი “ნორჩი მკვლევარი 2019“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის ლაშა ჯიქიას, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის მხარეთმცოდნეობის კლუბის კოორდინატორის თეონა ხუბულავას და მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების განყოფილების უფროსის მედეა თორიას ორგანიზებით ჩატარდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!