ნინო დარასელია: “დანი მოლი” ზუგდიდელების საყვარელი ადგილი გახდა


  • “ზუგდიდელების” სტუმარია მაღაზია “დანი მოლის” მენეჯერი ნინო დარასელია. ნინო იმავდროულად, სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტის პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე.

-ნინო, “დანი მოლი“ ზუგდიდელების და აქ ჩამობრძანებული სტუმრების საყვარელი ადგილია და ყოველთვის ხალხმარავლობაა…

-დიახ, “დანი მოლი” ყველა ადგილობრივისთვის საყვარელი ადგილია და არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჩამობრძანებული სტუმრებისთვისაც საუკეთესო საშოპინგო სივრცეა. სანამ, “დანი მოლს” დავაარსებდით, გვქონდა სამი მცირე ზომის მაღაზია. ერთი ბაზრის ტერიტორიაზე “პარფიუმერია”, ორი  “დანი მოლის”  მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც აშენდა შენობა, სადაც დღეს “დანი მოლია”, გადავწყვიტეთ, გავფართოებულვიყავით, ორივე მაღაზია გაგვერთიანებინა ამ ერთ სივრცეში და რა თქმა უნდა, დავამატეთ პროდუქციის სახეობები.

-რა მოლოდინები გქონდათ და რა მიიღეთ?

მოლოდინები გვქონდა დადებითი, რადგან ამ სფეროში არ ვიყავით დამწყებები. ჩვენ გვყავდა ჩვენი მომხმარებელი, რომელიც გვიცნობდა და გვენდობოდა. მოლოდინები ნამდვილად გამართლდა. “დანი მოლი” გახდა ჩვენს ქალაქში ყველასთვის საყვარელი სივრცე, სადაც შეუძლიათ უამრავი დასახელების პროდუქცია შეიძინონ მინიმალურად დაბალ ფასად. დიახ, ჩვენი პრიორიტეტია დაბალი ფასები იყოს ჩვენს ობიექტზე.  ალბათ თქვენც ატყობთ – ჩვენი მაღაზია დღითიდღე იზრდება. ეს როგორც ჩვენი ხელმძღვანელობის დაუღალავი შრომის შედეგია, ასევე ჩვენი ერთგული მომხმარებლებისაც, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდით.

-რამდენად პრეტენზიულები არიან ზუგდიდელები?

-ზუგდიდელები საკმაოდ  პრეტენზიულები არიან, – კარგი გემოვნება აქვთ. მით უფრო რომ, ჩვენთან ხარისხიანი ნივთების შეძენა დაბალ ფასებში შეუძლიათ.

ხომ არ ველოდოთ “დანი მოლის” ფილიალის გახსნას მუნიციპალიტეტის სხვა უბნებში?

-ჯერჯერობით, სხვა ქალაქებში არ იგეგმება. ამ ეტაპზე, ვგეგმავთ ჩვენს ქალაქში გაფართოებას, – ჩვენი სივრცე ვეღარ იტევს ჩვენს მომხმარებლებს.

-“დანი მოლი“ საოჯახო ბიზნესია“…

-დიახ, “დანი მოლი” არის საოჯახო ბიზნესი. ჩვენი მშობლები: ლია აფრასიძე და გიორგი დარასელია და ჩვენ, შვილები ანანო და ნინო ვართ დამფუძნებლებიც და მმართველებიც.

ანანომ დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტი.

როგორც მაღლა აღვნიშნე, გზა მცირე ბიზნესიდან “დანი მოლამდე”, ჩვენი მშობლების დაუღალავი შრომის შედეგია. ჩვენი, შვილების წვლილიც არის, რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე გვერდით ვედექით მშობლებს, შესაძლებლობის შესაბამისად ვეხმარებოდით და ვუმაგრებდით ზურგს. ჩვენ გვყავს უმცროსი ძმა დაჩი – 8 წლის, რომელიც გაიზრდება და იამაყებს მისი მშობლებით, დააფასებს მათ დაუღალავ შრომას და გააგრძელებს მათ საქმიანობას.

რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი სფეროს ზუგდიდური ბიზნესი?

-ჯერჯერობით, ქალაქში, მსგავსი სივრცის ანალოგი არ არის. კი, არის პატარ – პატარა ობიექტები, მაგრამ ასე ერთ სივრცეში, ამდენი სახეობის პროდუქცია ერთად, არსად არ არის. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ყველა თაობის და ასაკის მომხმარებელი, რადგან ყველასთვის შესაბამისი პროდუქცია გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ყველა თაობისთვის შესაბამისი მაღაზია გვაქვს. ამ მომენტისთვის, ჩვენს მაღაზიას კონკურენტი არ ჰყავს. ვისურვებდით, იყოს ჩვენს პატარა ქალაქში ბევრი ასეთი სივრცე, და თუ იქნება, მომავალში, რა თქმა უნდა, ჯანსაღ კონკურენციას გავუწევთ.

რამდენად არის განვითარებული ქართულ ბიზნესის მომსახურების სფეროში მომხმარებლებთან ურთიერთობის ხელოვნება?

-ზოგადად, ქართული ბიზნესის სფეროში მომსახურეობის სფერო არ არის მაღალ დონეზე. ვისურვებდით ამ მხრივ, მეტად განვითარებას.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდელებს და ახალგაზრდობას ვუსურვებდით დარჩნენ მათ პატარა ლამაზ ქალაქში, და წვლილი შეიტანონ ჩვენი ქალაქის განვითარებაში.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!