ნიკოსეულ სასახლეში გამოფენა “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას” გაიმართება


  • 14 იანვარს, 16:00 საათზე, უფლისწულ ნიკო დადიანის რეაბილიტირებულ სასახლეში გაიმართება პირველი გამოფენა “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას”.

მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ყოფა-ეთნოგრაფიის ნიმუშები. ფერწერა, გრაფიკა, გრავიურა, ფრაჟესა და იარაღების კოლექცია. ასევე, ნაქარგობანი. პარალელურად გამოიფინება სარესტავრაციო ნივთები, ცხენოსნობასთან დაკავშირებული, რათა დამთვალიერებელმა შეაფასოს რესტავრატორის შრომა თუ როგორ უბრუნებს ახალ სიცოცხლეს ძველ ნივთებს.

გამოფენა 2022 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის დათვალიერება უფასოა.

“გელოდებით ყველას. გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე 14 იანვრამდე დაიხურება. დადიანების სასახლის ადმინისტარცია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის”.-ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!