- 15 ივნისს, იტალიის ქალაქ მონტესილვანოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლამდე ჭაბუკთა შორის მონაწილეობას მიიღებს ზუგდიდელი მოჭადრაკე, საქართველოს 12-გზის ჩემპიონი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, ფიდეს ოსტატი ნიკოლოზ შამათავა (2272 / მწვრთნელი – დავით ჯოჯუა).
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება და 26 ივნისს დასრულდება.
