ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მისივე თქმით, განმეორებითი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ახლახანს მივიღეთ განმეორებითი ტესტების პასუხები. ყველას პასუხი უარყოფითია. უარყოფითი პასუხები იყო გუშინაც. რა თქმა უნდა, ჩვენი ინფიცირების ვადები და პირობები უნდა გადაიხედოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველანი გამოვჯანმრთელდით და იმუნიტეტი გვაქვს. სამსახურს ვუბრუნდები“,- წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ცნობისათვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი 31 მაისს დაუდასტურდათ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!