ნიკიტა მარშუნოკის სპეციალური განცხადება


რესპუბლიკად წოდებული ,,კაზანტიპის” პრეზიდენტი ჟურნალისტებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით:   „მე მივედი მათთან, რომ მივსალმებოდი, მაგრამ ისინი მე არ მომესალმნენ და არ ისურვეს საუბარიც…

ჩემთვის გასაგებია მათ რა მიზანიც ამოძრავებთ. რწმენასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. თუ მათ სურთ ლოცვა ჩემი და სხვა დანარჩენების სულების გადასარჩენად, მზად ვარ მივიღო ისინი. აიღონ ვიზები, შემოვიდნენ ტერიტორიაზე და ნახონ, რომ ის რასაც ისინი აკეთებენ არის უსაფუძვლო. აქ არაფერი უღმერთო არ ხდება. დიახ აქ ადამიანებს შეიძლება უფრო ფერადად ეცვათ, მაგრამ არაფერი ხდება ისეთი რის გამოც ღირს ლოცვა. მე არ მინდოდა ამაზე განცხადების ისევ გაკეთება, თუმცა თუ საჭირო გახდა ყოველ დღე ვიტყვი ამას. არაფერი ისეთი არ მომხდარა, მოვიდნენ და ცოტახანი დაჰყვეს, მე ფოტოს გადაღებაც კი ვერ მოვასწარი. ყველაფერი კარგადაა და ჩვენ მზად ვართ გახსნისთვის“

შეგახსენებთ, რომ დღეს, წმინდა ნიკლოზის სახელობის ტაძრში პარაკლისის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად დაიწყეს მშვიდობიანი მსვლელობა. ისინი ჯვრებითა და ხატებით ხელში გადაადგილდებოდნენ და ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ ანაკლიის ქუჩებს.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!