“ნახატები ბიბლიურ თემებზე”


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დარბაზში, გაიმართა ხატვის კონკურსი “ნახატები ბიბლიურ თემებზე” მეორე ტური.

კონკურსანტებს ადგილზე მიეცათ საკონკურსო ჯგუფების შესაბამისი დავალებები, რომლებიც შეარჩია ჟიურიმ დეკანოზ ნიკოლოზ ლატარიას ხელმძღვანელობით.

ბავშვებს მიესალმნენ ჟიური წევრები: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე კიფაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი ზამირა ღადუა, და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი გიორგი ფიფია.

დეკანოზმა ნიკოლოზ ლატარიამ ბავშვებს წაუკითხა ადგილები ბიბლიიდან: სამყაროს შექმნა, ედემის ბაღი და ნათლისღება.

მოსწავლეებს მიეცათ მითითებები. მათ იმუშავეს ოთხი საათის განმავლობაში.

მეორე ტურში 21 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულებსა და ნომინანტებს სამ ასაკობრივ ჯგუფში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!