ოთხი ფრაქცია თემის საკრებულოში


ზუგდიდის თემის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა, – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“,  „ქართული ოცნება რესპუბლიკელები“,  „ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები“ და  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.  ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ შექმნა მეორე ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები”.  ვერც „ქრისტიან კონსერვატიულ პარტიას“ დართო ფრაქციის შექმნის ნება  თემის საკრებულომ .თუ რატომ ვერ შეიქმნა ეს ორი ოპოზიციური ფრაქცია, ზუგდიდის თემის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ჟურნალისტებთან ასე განმარტავს: „ორგანულ კანონში პირდაპირ წერია – ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ ერთსა და იმავე ფრაქციაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც ჰყავდა წარდგენილი, უპარტიო არცერთი არ იყო. მითითებული ქონდათ ან „ნაციონალური მოძრაობა“, ან „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“. „ქრისტიან კონსერვატიულ პარტიას“, რომელიც გაერთიანებული იყო ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, ორი წევრი ჰყავს. ფრაქციის შესაქმნელად კი მინუმ სამი წევრია საჭირო. აქედან გამომდინარე, ფრაქცია ,, ქრისტიან კონსერვატიული ფრაქცია” არ არის ჯერ დაფუძნებული. ფრაქცია, რომელიც შემოვიდა განცხადებით -„ მაჟორიტარები ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მით უმეტეს დარეგისტრირებული არ იქნება“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!