- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ სკოლებში, სადაც დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო დღეს, სწავლა განახლდა. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ “ზუგდიდელებს” აცნობა, რომ მხოლოდ სასწავლო პროცესის დაწყებას ვერ ახერხებს ნარაზენის საჯარო სკოლა.
მამუკა ბულია: “დღეს, სკოლებმა სასწავლო პროცსი განაახლეს. რაც შეეხება, ნარაზენის საჯარო სკოლას, ცენტრალურ გათბობაზეა და დენის მიწოდება შეწყვეტილია.”