- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსულმა ნალექმა, მაღალი ზონის სოფლებში, მცირე პრობლემები შექმნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის დაახლოებით 10-მდე სოფელში გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა.
უწყების ცნობით, სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული მერიის შესაბამისი სამსახურები.