- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება.
“აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების/გამოკითხვის პროცესში, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც ემსახურება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი”.-ნათქვამია სამინისტროს განცახდებაში.