სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესპარტნიორების დაინტერესებისა და ინფორმირების მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ბიზნესფორუმი „ჩხოროწყუ 2015“ ჩატარდა. ფორუმს ბიზნეს სექტორის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმი წარმოადგენს თანამედროვე პლატფორმას ადგილობრივ ბიზნესსა და მთვარობას შორის კონსტრუქციული დიალოგისთვის. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით, უკვე დაწყებულია რამდენიმე ბიზნესპროექტის განხორციელება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მონაწილეებს სოფლის მეურნეობის დარგის, როგორც ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მინისტრმა დარგის განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას 21 საინვესტიციო პროდუქტი გააცნო. ფორმუმზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რამდენიმე საინვესტიციო შეთავაზება წარადგინეს. ასევე, საინვესტიციო პროექტები წარმოადგინეს მეწარმეებმაც. ფორუმის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელებს შორის მუნიციპალიტეტის განვითარების მთავარ საკითხებზე ღია დისკუსიაც გაიმართა.