- ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს.
“მოქალაქეების საყურადღებოდ, შეიქმნა გვერდი, რომელიც ავრცელებს ცრუ ინფორმაციას 1 წლიანი უფასო სამგზავრო ბარათის რეგისტრაციის შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული გვერდი და შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს. ყველა სიახლე ქვეყნდება მხოლოდ და მხოლოდ „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე. გთხოვთ, საეჭვო სახის პოსტებმა და შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ მიყვეთ მათ ინსტრუქციას.”-აღნიშნულია ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.