- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამების ახალი სეზონი იწყება. პროგრამის სახელწოდება: “ქსოვილით გაცოცხლებული ისტორია“.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას. მოისმენენ ლექციას ქართული ქსოვილის შესახებ.
“პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშო სახალისო აქტივობას. ბავშვები ქართული ორნამენტების გამოყენებით შექმნიან წიგნის სანიშნებს. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი. პროგრამის ღირებულება 7 ლარი.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.