- დადიანების მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა – “საშობაო მეჯლისი”, იწყება.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
პრეზენტაციის თემა- მეჯლისის ტრადიცია ევროპასა და საქართველოში.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სახალისო აქტივობას. წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით, ბავშვები საკუთარი ფანტაზიით შექმნიან სამეჯლისო ნიღბებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი. პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი. პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.