- 14 აპრილი დედაენის დღეა. 2026 წელს დედაენას 150 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დადიანების მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა – „გახდი ძველი ქართული ანბანის მკვლევარი“, განახლდა.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 595 28 76 76.
მონაწილეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში, დაათვალიერებენ დედოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალურ გამოფენას და გაეცნობიან მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს.
სალექციო ფორმატში, მონაწილეები გაეცნობიან როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქართული ენა და როგორ მოხდა მისი შენარჩუნება.
პრაქტიკული ნაწილი – ჩაუტარდებათ პროგრამის შესაბამისი აქტივობა.
პროგრამა განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
დრო: სამშაბათიდან, შაბათის ჩათვლით.10:00-17:00 სთ.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1.
