მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა – “მაჭყუდია დედოფალას ისტორია” იწყება


  • დადიანების მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა – “მაჭყუდია დედოფალას ისტორია” – პირველი ქართული სათამაშოები, იწყება.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს გიდის თანხლებით ჩაუტარდებათ ექსკურსია მუზეუმში და გაეცნობიან დადიანების უნიკალურ კოლექციას.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გონების სავარჯიშოს, სახალისო დეტალებს. ბავშვები თავიანთი ფანტაზიით შეძლებენ სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადონ და გააფორმონ მარტივი თოჯინები.

“პროგრამის მიზანია ბავშვებს გავაცნოთ ქართული ტრადიციული თოჯინების ისტორია. მათი დამზადების თავისებურებები, მასალა და ტექნიკური დეტალები. უაღრესად საინტერესო ამბები და აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს საოცარ, ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. ბავშვები უამრავ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენენ, შეიმეცნებენ და შეძლებენ თავიანთი ფანტაზიით და სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადონ და გააფორმონ მარტივი თოჯინები.”-აღნიშნულია სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.
დრო: 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!