- ადგილობრივმა მკვიდრებმა, როინ მიქავამ და თემურ არქანიამ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს შემოსწირეს სხვადასხვა სახის მე-19, მე-20 საუკუნის დასაწყისის მასალები.
“კერძოდ, საბეჭდავი, კუთვნილი მისი წინაპრის, სამსონ მიქავასი, რომელიც იდევნებოდა კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. საბეჭდავზე იკითხება – ,,ჯგალის სოფლის საზოგადოება“ რაც შეეხება მეორე შემოწირულობას, გახლავთ დოკუმენტური მასალა, მე-19, მე-20 საუკუნით დათარიღებული, რომელიც გვაუწყებს, რომ მის წინაპარს, მოსე არქანიას, სასახლკაროდ, მიწა მიუღია ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მფლობელობაში შემავალ სოფელ აბასთუმანში.”- ნათქვამია დადიანების სასახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.