მსოფლიოში წელს ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა


  • 2024 წლის ზაფხულის სეზონი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო. ამის შესახებ კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურის მონაცემებშია ნათქვამი.

2024 წელი ყველაზე ცხელი იყო ევროპაშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს რეკორდულად აღემატება და 1,54 გრადუსით მაღალი დაფიქსირდა.

„2024 წლის ბოლო სამი თვე ყველაზე ცხელი იყო. ივნისსა და აგვისტოში დაფიქსირებულმა ჰაერის ტემპერატურამ ყველა რეკორდს გადააჭარბა“,- აღნიშნულია კოპერნიკის განცხადებაში.

კოპერნიკის კლიმატის ცვლილებების სამსახურში აცხადებენ, რომ თუ ქვეყნები სასწრაფოდ არ შეამცირებენ სათბურის გაზების გამოყოფას, ექსტრემალური ამინდი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მათივე ინფორმაციით, წიაღისეული საწვავის წვის შედეგად სათბურის გაზების გამონაბოლქვი კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!