- worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა.
ამავე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით 2 130 000 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 71.3 მილიონს გადააჭარბა.
ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.