- Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 59 მილიონს გადააჭარბა.
მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 59 002 152 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 40 776 358 და დაიღუპა 1 393 879 ადამიანი.
მსოფლიოში კოვიდ 19-ით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავთ აშშ-ს, ინდოეთს, ბრაზილიას, საფრანგეთსა და რუსეთს.