- worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა.
ამავე ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 37 213 423 და დაიღუპა 1 299 413 ადამიანი.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა.