- Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 45 მილიონს გადააჭარბა.
მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის სულ 45 347 700 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 186 393 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 33 მილიონამდე პირი გამოჯანმრთელდა.
დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე კი ბრაზილია.