მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 252 000-ს აჭარბებს, გამოჯანმრთელებულია 1.2 მილიონამდე ადამიანი


  • მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 252 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულია – 3 646 103 და გამოჯანმრთელებულია 1 197 708 ადამიანი, – ამის შესახებ მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კორონავირუსის 1 212 835 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 69 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 188 027-ია.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, დაინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი ლიდერობს, სადაც ვირუსის 248 301 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 25 428 და გამოჯანმრთელებულია – 151 633 ადამიანი.

ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული, სადაც კორონავირუსს 29 079 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 211 938, გამოჯანმრთელებულთა კი – 82 879-ია.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ევროპის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე დგას დიდი ბრიტანეთი, სადაც ვირუსს 28 734 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი – 190 584-ია.

169 462 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული საფრანგეთში, გარდაცვლილთა რაოდენობა – 25 201, გამოჯანმრთელებულთა კი – 51 371-ია.

დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ხუთეულშია გერმანია, სადაც ვირუსის 166 152 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 6 993 და გამოჯანმრთელებულია 132 700 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 2 =

Akismet ანტისპამი