- Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა.
მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა 31.2 მილიონი პაციენტი. ამჟამად დაინფიცირებულია 9.7 მილიონი ადამიანი.
ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე – ბრაზილია, მეოთხეზე – რუსეთი და მეხუთეზე – ესპანეთი.