მოხალისეთა ჯგუფები სიებით “50+” ხვალიდან ამოქმედდება ზუგდიდში


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სალომე ფაცაცია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ მოხალისეთა ჯგუფის სიებს “50+” ხვალიდან დააზუსტებს და ზეგ დილიდან მოემსახურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველთა სასადილოს ბენეფიციარებს, რომლებიც 50 წელზე ზევით არიან. მოხალისეთა ჯგუფი მათ, კორონავისრუსის პრევენციის მიზნით სახლში მიუტანს თავიანთ კუთვნილ დღის ულუფას.
სალომე ფაცაცია:  “ხვალ გამოვითხოვთ მერიიდან სიებს და ზეგიდან დავიწყებთ მოქმედებას. ბენეფიციარებს  “50 პლუსი”, ჩვენივე ტრანსპორტით, დღის 12 საათამდე, სახლში მივუტანთ თავიანთ კუთვნილ ულუფას. რაც შეეხება მოხალისეთა ჯგუფის წევრებს, დღეს 20-ზე მეტნი ვართ. ხვალ მეცოდინება ზუსტი ციფრი. საკმაოდ ვართ და ჯგუფებად გავიყოფით. ჩვენი მანქანებით, დილაობით, ერთდროულად გავა ჯგუფები.  მოხალისეთა ჯგუფი ბენეფიციარებს მოემსახურება როგორც სოფელში, ასევე ქალაქში.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!