- ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ზუგდიდის ჭადრაკის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 8 წლამდე ჭაბუკთა შორის 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ა(ა)იპ ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონა“-ს მოსწავლე ცოტნე ნანავა.
ინფორმაციისთვის: ცოტნე ნანავამ მესამედ მოიპოვა საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა.