“მოციქული” ზუგდიდში


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა მწერალ როსტომ ჩხეიძის ახალი ბიოგრაფიული რომანის „მოციქულის’’ (სოლომონ დოდაშვილის ცხოვრების ქრონიკები) წარდგინება.

 ეს მწერლის მე -19 ბიოგრაფიული რომანი გახლავთ.   მწერალი ამბობს, რომ სოლომონ დოდაშვილის წარდგინება პირველად ხდება ზუგდიდში, თბილისშიც არ ყოფილა. „შეუძლებელია არ ვიცოდეთ სრულყოფილად სოლომონ დოდაშვილის პიროვნება და ღვაწლი, მასზე წერილები დაწერილა, მაგრამ ბიოგრაფიული რომანი აქამდე არ შექმნილა’’. მწერალთან შეხვედრის  ორგანიზატორი ბიბლიოთეკასთან ერთად გახლდათ ფილოლოგი ნესტან ფიფია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=iM30VmYB-gY[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!