მოშიმშილე დევნილები ავადმყოფობენ


რაიონულ სავაადმყოფოში მოშიმშილე დევნილები მოინახულეს დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა. მათ მოისმინეს აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისცეს რჩევები, რეკომენდაციები. დევნილთა პოლიკლინიკის ექიმი ნოდარ კვირკველია ამბობს, რომ მოშიმშილე დევნილები არ საჭიროებენ  სტაციონარში გადაყვანას, მაგრამ ურჩევენ, შეწყვიტონ შიმშილობა, რადგან, ცხრა დღის უჭმელობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.

„ერთ-ერთ  მოშიმშილე ქალბატონს თავბრუსხვევა და დაბალი  წნევა ჰქონია, ადგილზე სასწრაფო მოსულა,  ექიმებს წნევის ამწევი წამალი გაუკეთებიათ. შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ უარი განუცხადებია. მეორე ქალბატონი, შონია, გაციებულია, სიცხე ჰქონია გუშინ. ამ წუთებისთვის მისი მდგომაერობა დამაკმაყოფილებელია. გამოვუწერე ანტიბიოტიკი’’- განაცხადა ექიმა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DXvxYRvTxro[/embedyt]

ექიმის რჩევას არ ითვალისწინებს, 58 წლის მოშიმშილე დალი შონია. ის ამბობს, რომ ბოლომდე აქ დარჩება და გააგრძელებს შიმშილობას. „აქ უნდა მოვკვდე, თავი მაქვს განწირული, ახლაც  თავბრუმეხვევა და ძალა მეკარგება’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=-CJOU3VAUDE[/embedyt]

მედიის აქციაზე ყოფნის დროს, ქალაქ ზუგდიდის მერიამ დევნილებს შეშა გამოუგზავნა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!