მოქალაქეების პროტესტი ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებასთან დაკავშირებით


  • დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მოქალაქეებს, რომლებიც ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე ათ სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შპს “ზუგდიდი პალასის” დირექტორმა მიხეილ გორგილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: “ძირითადად, რაც სხდომაზე მოვისმინეთ ეს არის, რომ მოსახლეობას პრობლემა ექნება ადგილმდებარეობის თვალსაზრისით- სამშენებლო მასალების შეტანაზე -გატანაზე, ხმაურზე, უსაფრთხოების წესების დაცვაზე. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დავიცვათ. მინდა, რომ თითოეულის აზრი მოვისმინო და გავაანალიზო, შემდეგ გავივლით იურისტებთან რისი დათმობაა შესაძლებელი”.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “ლელოს”, მერიისა და არასამათვარობო ორგანიზაციის წარმოამდგენლები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!