- შემეცნებითი პროექტის, „სად და როგორ იწერებოდა ოტიას მარგალიტები“ ფარგლებში, “ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის“ წევრები, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბს სტუმრობდნენ.
ნორჩ ჟურნალისტებს მწერლის შვილმა დაჩი და შვილიშვილმა ოტია იოსელიანებმა ოტიას-სახლ მუზეუმში უმასპინძლეს.
მასპინძლებმა ახალგაზრდებს დეტალურად უამბეს ოტიას ბავშვობისდროინდელი ისტორიები და მისი პირადი ნივთები დაათვალიერებინეს.
ამავე დღეს, „ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის“ წევრებმა სოფელ ჩუნეში გადაინაცვლეს და პუბლიცისტის, ჟურნალისტის, პროზაიკოსის ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმიც დაათვალიერეს.
პროქტი, რომლის ავტორი ჟურნალისტი ნანი მოსიძე გახლავთ, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გამოჩენილი და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების პოპულარიზაციას.