- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული პროგრამების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო ზუმშეხვედრა სტუდენტებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს და მოხალისეთა კლუბის შექმნის შესახებ.
შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები, სადაც საუბარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სათათბიროს მუშაობის სტრუქტურაზე და წევრობაზე.
კითხვა-პასუხის რეჟიმში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია სათათბიროს შექმნისა და საქმიანობის შესახებ უშუალოდ იმ ადამიანებისაგან, ვინც უხელმძღვანელებს სასახლის ახალ პროექტს.
სათათბიროში და მოხალისეთა კლუბში გაწევრიანებისთვის ახალგაზრდებმა უნდა შევსონ აპლიკაცები და მიიღონ გასაუბრებაში მონაწილეობა.
ახალგაზრდული სათათბიროს და მოხალისეთა კლუბის პროექტის ფარგლებში შექმნილი გუნდებისთვის, გათვალისწინებულია მცირე გრანტები და საინტერესო აქტივობები.