გაიმართა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, სადაც განხილულიქნა საკითხები: 1. „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე /მომხსენებელი ნ.სარია/. 2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. /მომხსენებელი ნ.სარია/. 3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე /მომხსენებელი კ. ფარცვანია/. მეორე საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.